вторник, 7 апреля 2009 г.

ამაღლებისა


სწავლა-ქადაგება, სეკტემბერს იდ. ამაღლებასა ცხოველ-მყოფელის ჯვარისასა. სულო ყოვლად წმინდაო, შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.

 

პირსა ზედა გამოსახვაჯვარისა, არა მხოლოდ თითითა ჯერ არს, არამედ პირველად გონებითა, სარწმუნოებითა, წამებითა საქმეთათა და მერმე თითითაცა. დასწერს წმინდაჲ იოანნე ოქროპირი, მატთეს სახარებისა განმარტებისა ძლითსა შინა სიტყვასა სწავლასა ნვ. სახელითა მამისათა, და ძიოსათა, და სულისა, წმინდისათა ამინ.

 

დიდი მოძღვარი ეკლესიისა, და დიდთა წმინდათა მღვდელთ-მოძვართა თანაზიარი, სიმართლისა სასწორი, და მართლ-მადიდებლობისა ძეგლი, მედიოლანისა დიდი ეპისკოპოსი ამვროსი, დასწერს მესამესა წიგნსა შინა ორმეოცდა მეათექვსმეტესა სიტყვასა, ვითარმედ `ვითარ იგი ჴვამალდი, თვინიერ ანძისა აფროანისა ვერ შემძლებელ არს ყოფად, ეგ სახედ ვერცაღა, წმინდაჲ ეკკლესია თვინიერ ჯვარისა. ჭეშმარით არს მტკიცე ესე წამება დიდისა მია მღვდელთ-მოძღვრისა მიერი ღჳთის მოყვარენო. ამისთვის ვითარმედ უკეთუ არა ჯვარი, არცა უფალი იესოქვეყანასა ზედა. უკეთუ არა ჯვარი, არცა გამოხსნა ჩჳჱნი განუხსნელთა მათ საკვირველთაგან, და არცა განხმა სასუფეველისა ცათასა, და სხვანი, და სხვანი ბევრნი და ურიცხვნი თქმანი ვითარმედ თვინიერ ჯვარისა, არცა ეკკლესია, და არცაღა სხვანი კეთილნი ჩჳჱნზედა მოწევნულნი მოქმედებანი. და ვინათგან ესე ესრეთ, მაშა აღვიდეთ კვალად უფლისავე სიტყვისა, ვითარმედ რასავე ღაღადებს დიდი იგი ბრწყინვალე ჴომლი ეკკლესიისაოქრო ჴმა, ოქროსა ნესტვი, ოთხითა მით ლექსითა, არამედ ძალ-მრავლითა მით საქმითა ვითარმედ გონებითა, სარწმუნოებითა, წამებითა საქმეთათა, და მერმე თითითაცა, და ესე თვითოდ განვმარტოდ მადლითავე ცხოველს-მყოფელისა მის ჯვარისათა, რაოდენ ძალ-გვედვას.

პირველად თუმცა თქმული იგი ერთ ლექსად თქმაჲ გონებისა, ერთი მარტივი თქმა არს, და ეთითა რაითამე ლექსითა დაინიშვვისდა განისაზღვრების, ვითარცა დასწერს ბრძენი ბაუმისტრი ფილოსოფოსი, ვიტარმედ გონება არსო ძალი ცნობად. მოკიდულებისა, საზოგადოთჲ ჭეშმარიტებათასა, კატიღორიასა შინა, §, 242 და ეგრეთვე წმინდანი მამანი სხვად განსაზღვრებენ. მაგრამ გონებითა, რომ აქ წმინდაჲ ოქროპირი დასწერს. ამ გონების თქმასა იმ მოგონებისა მართლად აღიყვანს, რომელსაც მოგონებასა იდვა, და გამოხატვა, და ერთი და იგივე ცნობა აქვს რომლ არს პირველი მოქმედება გულისჴმის ყოფისა, რომელიცა ლექსთა მიერ, ანუ გრძნობათა შეიქმნების ჩჳჱნ შორის. ამისთვის აქედამ დაიწყებს ის წმინდაჲ მამა რომ, ამისთანას გულისჴმისყოფის გონებიდამ უნდა ამოქმედოს ქრიტიანემპირზედ ჯვარის გამოსახვაო, რომ იმ გონების ძალით, ეს ერთი. და ცნობით, ეს მეორე. და მოკიდულებით, და ჭეშმარიტებით. ეს მესამე, და მეოთხე. ამისთანას მოგონებით იდეაში გამოიხატოსო, და ამ მოგონებით თვით ის მეორე იგი განსჯა გულისჴმაჰყოსო. და მესამისა, და მეოთხისა მის გამოცხადებითა, გინა წინა დადებითა, ასე რომ თვით მასე გონებასა შინა განსჯილი ცხოველმყოფელის ჯვარის გამოსახვა გამოხატული, და დაბეჭდილი უნდა ჰქონდესო. ვითარცა ერთსა სარკესა შინა ერთის დიდებულის ხელმწიფის სახესა ჰხედვიდეს. და ანუ თუ ხატი ერთი მშვენიერი და ბრწყინვალე გეპყრას, და იმისის ხედვითა რომ იმის პირმშოსა სახისა მიმართ გაქვნდეს აზრი და გონების მიხედვა. ესრეთვე იმ მოგონებითა, და იდეათი დე აიმ წმინდას ჯვარს ამ აზრით უნდა ასრე გამოისახევდესო, და ესრეთ იგონებდესო, და გულისჴმაჰყოფდესო ცხოველსმყოფელის ჯვარის ძალსა თუ რაჲ არს, და ვითარის გულისჴმისყოფით ჯერ არს მოგონება და გამოხატვა სახისა მის, და სახელისა მამისა. ეს ასე უნდა მოიგონოსო, და ასრეთ უნდა გულისჴმაჰყოსო. ამას ამ აზრით დასწერს ის დიდი მამა ოქროპირი, რომ ეს საიდუმლოებით ზალი და გამოხატვა რის წმიდის გამოსახვისა. (ტექსტი დაიკარგა)

პირველად შუბლსა ზედა, და ვსთქვათ ` სახელისა მამისათა. მერმე მკერდსა ზედა, და ვსთქვათ და ძისათა. მერმე მარჯვენესა მკერდსა ზედა, და ვსთქვათ, და სულისა წმინდისათა. და მერმე მარცხენესა კერძოსა ზედა, და ვსთქვათ: ამინ. სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმინდისათა ამინ. ხოლო რომელსაცა ენებოს, ესრეთ იტყოდეს: უფალო იესო ძეო ღვთისაო, შემიწყალე ცოდვილი, ამინ. გინა ესრეთ იტყოდეს. დიდება მამასა, და ძესა, და წმინდასა სულსა. ვითარცა ამტკიცებენ ესრეთ, და დაგვიწერენ წმინდანი მამანი, და თვით მართლმადიდებლობითი აღსარება სამნაწილთა წიგნთა, თქმული ნექტარიოს პატრიარხისა მიერი, ესრეთ კეთილად და წმინდათ გვამცნებს, ვითარცა ვთქუ, მოგახსენე, და დაგიწერე ვითარცა უღირსმან მწყემსმან, და მამამან თქჳჱნმან, ვითარცა სხვათაცა ჩემთა სამწყსოთა თვითო სოფელთა ეკკლესიისა დღესასწაულთა მისთათვის ვიღწვი, უკეთუ ისმინონ, შეიწყნარონ, და დაიმარხონ.

ხოლო ესე რაოდენიცა რა წამოგითხარ, და ან სხვათათვისცა მიმიცნია, ნუ რომელთა მე ვიეთთა საცინელად აღგიჩნდებათ უფალნო, ნუცა ნაკლებობისათვის სითყვათა განმარტებისათა, რამეთუ ყოვლადვე განმარტება სიტყვისა სავცესა წერილთასა შემოიღებდა და მსმენელნი წყინებულ-იქმნებოდნენ.

და ნუცა მდაბიოდ და ადვილ ანაქვსთათვის თქმულთა სიტყვათა საგალობელ მყოფთ, ამისთვის რომელ, მე მას ხოლო, მე მას ხოლო მოსწრაფევიყავ რომლ როგორიცა ქრისტესცა ამათ ერთა შორის დამჭირნო იყო, და ადვილ მოსათხრობელად გასაგონარ, მე ესე მათთვის მისწავებია რომელთაცა არა უწყიან. და კვალადცა უმეტესად განამტკიცენ და სიმტკიცე და სიბრძნე მათიმადლითა და ძალითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა უკუნისათა ამინ.

რომელთაცა გლოცავ საყვარელთა შვილთა სულიერთა, და ჭეშმარიტთა მაგათ ქრისტეანეთა რომელ გვაქვნდეს წმინდისა ჯვარისა სიყვარული, და სასოება, გონებითა, სარწმუნოებითა. წამებითა საქმეთათა, და კეთილად გამოსახვითაცა ( † ესრეთ), ვითარცა გვასწავა წმინდამან ოქროპირმან.

ეგრეთვე ცოდვადეზაც ჴელისაღებითა, შვილნო რომელიცა წმიდა მას ჯვარსა შეაწუხებს, და ჩჳჱნზედაც განარისხებდეს. ქრისტეს ჯვარი გვიბრძანებს ქრისტეანენო, წირვისა და ლოცვისა, მარხვის მოთმინებასა, მოწყალებიანს გულსა ძმათა და ქრისტეანეთა სიყვარულსა, აღსარებისა და ზიარების სურვილსა თუ სე არა და წელიწადში, და ორს წელიწადში ერთხელ მაინც არა, ასეთი ნაკლებობა არის ქრისტანობისა, შვილნი, სა წმინდის ჯვარის შემაწუხებელი რომ, მაშა, ნუღარც სიკჳდილის დღესა, და ნუღარც მღვდელი დამარხვის ჟამსა, ეს ასე მტკიცედ უწყოდეთ, და ნუ შეგძულდებით.

ნუ მისდევთ მკითხაობასა, ნუ აჰყოლიხართ ეშმაკის სიტყვასა, ქრისეს ჯვარს დაეკითხენით, წმინდას ეკლიესიასა, და მას შინა მდებარეს წმინდას სახარებასა და წმინდათა ხატთა, და პატიოსანთა მღვდელთა, თუ არა ყოველთათვისვე ესრეთ მიმხილებია. და გამხოლებ რომ ყოველნივე თქჳჱნი კეთილი ქრისტეს ჯვართან ბოროტად და ცოდვად შეირაცხება იცოდეთ. ნუცა თილისმა, ნუცა ჯადეგი, ნუცა მჴარი, ნუცა ბეჭი, და სიზმარი, და სხვა ყოველივე ამისებრი საქმე საეშმაკო, ესე ყოველივე არა არს შვილნო ღჳთისანი, არამედ ეშმაკისა, და ბოროტისა მის მის მაცთურებისა მისისანი, და ამისთანაებში რომელნიც მოტყუებულიყვნეთ, ან განსაცდელისაგან, ან მეზობლისაგან, ანე ერთის რასამე შეწუხებისათვის გექნასთ, აიღეთ ჴელი ახლავ განაგდეთ თქჳჱნგან და ნუღარა იქმთ ამისთანაებს, თორემ თქჳჱნი ჯვარის თაყვანისცემა ჭეშმარითად ჯვარის მოტყუებაც არის, და ვერცა რა მადლს მიიღებთ.

ჭეშმარიტის გულით შევიყვაროთ წმინდაჲ ჯვარი. ვითარცა მას ზედა ჯვარცმულმან იესომ პირველად მან შემიყვარნა ჩჳჱნ, და თავი თვისი სიკჳდილად მისცა ჩჳნთვის. და ჩჳჱნცა ეგრეთვე გულის სიწმინდით, სიმართლით, მოთმინებით, სიმდაბლით თაყვანისვცეთ, და მჴურვალის გუილტ ვევედრნეთ საქართველოში ქართლისა და კახეთის მშვიდობასა, უსჯულოს მტრების ჩჳჱნის ამაოხრებლების დამდაბლებასა, დიდის ხელმწიფის იმპერატორის ალექსანდრე პავლეს ძისაგან საქართველოზე მოწყალებით, ერის განმრავლებასა, განსაცდელისაგან გამოხსნასა, და განავისუბლებასა მადლითა ძალითა და სასწაულითა ძლიერისა და ცხოველმყოფელისა ქრისტეს ჯვარისათა, რამეთუ მისსა დიდება და თაყვანისცემა ჰშვენის, აწ და მარადის სუკუნეთა, უკუნისამდე ამინ.

ლოცვამან ანნა.

მისს ზ, ქადაგება სწავლა ძელისა ჭეშმარიტისა, სულო ყოვლად წმინდაო, შემეწიენეკრესელს ამვროსის.


არავის ძალგვიძს, ღირსად ქება ჯვარისა,

მას ზედა აღჴთისა, ჳორცით დემსჭვალულისა,

ვითარ ბრძნისა მის, წინასწარვე თქმულისა,

როდეს კურთხევად, დასწერს მით ვნებულისა,

სიმართლე იქმნა, ძეგლს მირულებულისა.


მოვედით ქრისტეს მოყვარენო ერნო, და განვიმეოროთ იროიკო ესე ქმნილი, უღირსისა მწყემსისა თქჴჱნისამიერი, რომელიცა ბრძენმა სოლომან დაგვიწერა სიბრძნესა შინა, წიგნსა, თავსა იდ, და რიცხვსა ზ. ვითარმედ `კურთხეულ არს ძელი, რომელისა მიერ იქმნებიან სიმართლე, და ესე არს დიდებული ძელი ჭეშმარიტი, რომელისა მიერ ჭეშმარითი სიმართლე იქმნა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულია წმინდისათა, ამინ.

მაგრამ ეს უნდა ვიკითხოთ ქრისტიანენო რომე, რა სიმართლე იქმნა ძელისა ამის ჭეშმარიტისაგან, და ან ვითარი სამართალი და სიმართლე ქმნა მას ზედა დამსჭვალულმანდა ჯვარცმულმან უფალმან ჩჴენმან ისომ. შემოკრებულხართ სულიერნო შვილნო, დღესასწაულობად წმინდისაამის ჯვარის ეკკლესიისა, და სახელითა უფლისა იესო ქისტესითა მას ზედა დამსჭვალულისა ჭეშმარითისა ძელისა თაყვანისცემად მოსრულხართ. ამისთვის როგორც ბრძენმან სოლომან წინასწარვე მოასწავა, და სიმართლედ დაგვიწერა, ჩჴჱნც ისრე სიმართლისა და სიწმინდის გუილით და ჭეშმარიტებით უნდა მოვისმინოთ, და გავიგონოთ ქადაგება და სწავლა მადლითა ძელისა ჭეშმარისათა. ჭეშმარითმან ამან ძელმან, და ამას ზედა ჯვარცმულმან იესომ ამისთანა სიმართლე ქმნა რომ, ადამ პირველი მამა ჩჴჱნი რომ დაბადა ღმერთმან და ანგელოსთა პატივი, და დიდება მიმადლა. მაშინ ეშმაკი იგი პირველ ანგელოსი იყო. მაგრამ ღჴთის გულის წყრომისაგან ამპარტავნებისათვის ზეციდამ გადმოვარდნილი იყო და დაცემული, და ეს პატივი და დიდება ადამისი შეშურდა. და აცთუნა რათამე ცთუნებითა, და ამისთვის იმ შეცოდებისათვის ადამსაც განურისხდა ღმერთი, და გამოავა სამოთხისა მისგანსაშვებელისა. და დავეცენით საწყალობელნი ესე ქვეყანასაამას მწირსა და წარმავალსა, რომელნი ესე აწ ვცხოვრბნთ საწყალობელნი ესე შრომითა ჭირითადა რუდუნებითა.

მაშინ ინება კვალად კაცთმოყვარემანდა მოწყალემენ ღმერთმან, და ბრძანა …...არა მნებავსო წარწყმენდა ჳელთა……ჩემთა მიერ შექმნილისა კაცისა. და ამისთანა საკვირველი. და კაცის გონებისაგან მიუწვდომელი კაცთათვის კაციქმნა. და ყოვლად უმანკოსა ქალწულის მარიამისგან ჳორცნი შეისხნა. და იშვა, და განხორციელდა, და ვითარცა ძმა, და მამა, და მეგობარი, ეგრეთ გვეზრახებოდა, გვასწავლიდა, და გვიბრძანებდა. და თავის საუკუნოს მამას ღმერთს გვაცნობებდა და საკვირველის სასწაულებით მოგვაქცევდა, მკჴდართა აღადგინებდა, ეშმაკთა განსდევითა, კეთროანთა და სნეულთა განჰკურნებდა, და შობითგან ბრმათა თვალთა აუხილევდა, და სხვათაცა მრავალთასასწაულთა და საკვირველთა საქმეთა მოქმედებდა. მაგრამ მაინც ჩჴჱნი გამოხსნა ჯოჯოხეთიდამ არ იქნებოდა, თუ ამისთანა განსაკვირვებელი საქმე არ მოეგონებინა, და არ განხორციელებულიყო. და ამ ჯვარზედ სიკჴდილი არ დაეთმინა. ამისთვის რადგან უფლისა ჩჴჱნისა ეგოდენი წყლულება, და სატანჯველი ჯვარით იქმნადა და სიკუდილი ამისთვის კურთხეულარს ძელი ესე ჭეშმარიტი რომ ამით სიმართლე იქმნა. ვითარცა იწინასწარმეტყველა ბრძენმან სოლომონმან ვითარმედ `კურთხეულ არს ძელი რომლითა იქმნებიან სიმართლე. და ვითარი სიმართლე იქმნა, მოგახსენებ მადლითა ჯვარისათა. ესე ცხოველსმყოფელი ძელი ჭეშმარიტი, მას ზედა ჯვარცმულმან იესომ ჭეშმარიტად სასწორად დასდვა და სიმართლედ, რომ ამით მისცეს პასუხი ეშმაკსა მასმომაცთუნებელსა ადამისსა, და ჩჴჱნის ჯოჯოხეთიდამ გამოჳსნისათვის უსამართლოდ სიტყვა აღარა ჰქონდეს .ახლა მოვიდეთ ქრისტანენო და გულითა მტკივნეულით შევხედოთ და დავინახოთამ ჭეშმარიტს ელზედ დამსჭვალული იესო, და ზედა სიმართლით დაწყობილი ეგოდენი სატანჯველები. პირველად უღუთებათა და ურწმუნოთა ჰურიათაგან წმინდათა ჴელთა შეკვრა, და მიწათა ზედა თრევა, მეორედ წმიდათა და უკუდავთა პიტღა ცემა და ყვრიმალთა გვემა. მესამაედ წმინდათა თმთ მოფხვრა, და ეკლის გვირგვინის დაგმა უხრწნელთა თავთა ზედა. მეოთხედ ეკლისფუცხვითა, და შოლტითა ცემა, და მძიმედ და უწყალოდ დაწყლულება ტანისა და მის ყოვლად უხწნელისა . და მეხუთეთ ჯავრისა ამის ძელისა ჭეშმარიტისა აღკიდება და ტვირთვა, და მას ზედა დამსჭვალვა, და წმიდათა ჴელთა და ფერჴთა დიდისა უროსა ცემით გრძელით ლუსმანითა დაჭედვა, და გვერდსა ლახვრით განგმერა და დაწყლულება და სიკუდილი. ესოდენი ესე წყლულება და სატანჯველი ვიხილოთ ქრისტეს მორწმუნენო ერთსა კერძოსა სასწორსა დადებული, რომელ მეორესა მას კერძოსა ადამის შეცოდებასა მას შეუწონა. და ამ ჭეშმარიტის სიმართლით სძლო, და გამოგვიტაცა, და გამოგვიხსნა ეშმაკის ჴელისაგან, და საუკუნო ჯოჯოხეთის პყრონბილებისაგან. და ამისთვის ჭეშმარიტად კურთხეულ არს ძელი ესე სდა ჯვარი ქრისტესი რომლისა მიერ იქმნა სიმართელე, ვითარცა მოასწავა პპირველიდგანვე ბრძენმან სოლომონმ. ეგრეთვე სხვათაცა მრავალთა წინასწარმეტყველთა მოასწავეს ამის ძელისა ჭეშმარიტის ჯავრისათ[ის, ვითარცა დასწერს და უწინასწარმეტყველებს, დიდი წინასწარმეტყველი მოსე, და წინასწარმეტყველივე სჯულად დაუდებს ისრაელთ ერსა, ო, სჯულისა შინა, (თავსა კჱ, და რიცხვსა ჲზ), ვითარმედ ,, იხილოთო ცხოვრება თქუჱნი დამოკიდებული წინაშე თქუჱენსა, და ესე არს ჭეშმარიტი წინასწარმეტყველება, ჭეშმარიტისა ამის ძელისათვის წინასწარვე მოსწავლებული. და ეგრეთვე შესაქმესა შინა იოსების კვერთხისათ[ის დასწერს, თავსა მზ, და რიცხვსა, და ვითარმედ ,,თაყვანისცა ისრაილ წვერისა ზედა კვერთისას მისისსასა და ესეცა ჭეშმარიტებით ძელსა ამას გამოსახავდა, და წინასწარვე მოასწავებდა. და ეგრე კვერთხი იგი მოსესი მრვალითა სასწაულითა მოქმედებული, ვითარცა გამოსვლთა შინა დასწერს, (თავსა დ, და ზ, და იდ) და კვალად ელისე წინასწარმეტყველისაგან წინასწარ განგებითა ღუთისათა მოკვეთილის ხით წყალსა შინა შთავარდნილსა ცულისა აღმოღბა საკვირევლის შეცმითა, და ესრეცა ვითარ ჭეშმარიტი მოსწავება იყო რომ ეშმაკისა მიერ შეცდომილი ბრძანება კაცთა შთავარდნილი სიღრმეთა შინა ჯოჯოხეთისათა, ჭეშმარიტმან ამან ძელმან ჯვარისამან მას ზედა დამსჭვალულისა უფლისა იესოს ძლიერებითა აღმოიქვა, და გამოიხსნა პყროილებისაგან: და განათვაისუფლა მწუხარებით შეპყრობილი, ვითარცა შეშის მკვეთელი კაცი იგი ელისეს ვედრებითა, და ესრეთვე სხვანიცა მრავალნი ძველნი დიდებულნი და წინასწარმეტყველნი მოასწავებდეს ამის ჭეშმარიტებასა ძელისათვის. და ამისთვის კუტთხეულარს ძელი წმინდანი ესე ჭეშმარიტად, რომლისა მიერ იქმნა სიმართლე და მოწყალება ჩუჱნზედა, ვითარცა იწინასწარმეტყველა ბრძენმა სოლომინ.

ახლა ისმინეთ ჩემი კეთილმორწმუნენო მსმენელნო ჭეშმარიტისა ძელისა თაჱვანისმცემელნო, გაიგონეთ შვილნო და ძმანო, და დაინახეთ უფალი ჩუჱნი იესო ქრისტე მართალი, ჭეშმარიტის ძელისა სიმარტლით დამდებელი, და ჯოჯოხეთისა და ეშმაკისაგან გამომხსნელი ჩუჱნი რას გვიბრძანებ, და რას გვასწავებს უნდა ვიკითხოთ, და კიდეც უნდა მოგახსენო, და კიდეც უნდა დავიჯეროთ, თვითან რომ ამისტნა სიმართლე და სამართალი ქმნა. და თუ არა ამისთანა სიმართლის მოქმედებით, ჩუჱნ, ეშმაკისაგან ვერ გამოგვიხსნიდა, არა რომელიმე ღონისძიებით არ იქნებოდა. მაშ ესევ მეუფე, და მაცხოვარი ჩუჱნი, ჩუჱც ამისთანას სიმართლეს გვიბრძანებს, რომ რადგან იმისნიმორწმუნენი, და იმისგან გამოჴსნილნი ვართ, მაშ იმისი მცნება და ბრძანებც უნდა დავიმარხოთ. ბრძანებს ამას თვით ცხოველი პირი, ,, უკუეთუ გიყვარ მე მცნებანი ჩემნი დაიმარხეთო”. იმისის მცნების დამარხვა პირველი როგორც წმიდაჲ ნათლიღება არის, ეგრეთვე წმიდაჲ არსარება, და ზიარება არის თუ არ დიდის რათმე მიზეზით ქრისტეანმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ზიარება მიიღოს. და თუ ორი და სამი წელიწადი გავიდეს, და ღმერთმან ნუ ქნას, ეფრო კიდევ მეტი, და არ ეზიაროს, ჭეშმარიტად ის აღარც სიკუდილის დღეს არის ზიარების ღირსი და იმათთანა მკუდარს ვეღარც ღვდელი დამმარხავი დამარხავს. უზიარებელი ერის კაცებმა უნდა დამარხონ. მღუდელის ჳელით დამარხვის ღირსი არ არის იმასთნა მკუდარი. ქრისტეს მივბაძოთ ქრიტეანენო. ძელი ჭეშმარიტი სამართალის სასწორად დაგვიდვა, იმაზე სისხლი დასთსია. გამოგვეჳნა საკითჳავადაც ესე გვაქვს ჭეშმარიტად და სალოცავადც და შენ ეშმაკი მოლაპარაკეს მკითხავთნ ნუ მიხვალ; ძელი ჭეშმარირი და წმიდაჲ სახარება ჯვარი და ხატი აქ განსვენია და შენ ერთი უმეცარს მიერ დედა–კაცსა, და კაცს ეკითხები. ესშემემთხვაო და რა ვქნაო. რასაც შენ მიბრძანებ მე იმას დავიჯერებო და ამიტომ ამის მოქმედი. ჰრცხვენოდეს ძელისა ჭშმარიტისაგან წეშმარიტ უფალმან იესომ ძელი ჭეშმარიტი ჩუჴნთვის სიმართლედ დადგა. სამართლად მოგვცა. და შენ ქვრივსა და ობოლსა ნუ შეუნდენ, და უსამართლო ნუ უზამ , ვალი რომ გქონდეს, ნურც ის გიზამს უსამართლოსა. ვალი კი უნდა გადაიხადო. და თუ ასე არ დაიჯერებ, მე ამაზე გამავრცელდება. და მოძღვართა ჰკითხე, ამისთნა ს უსამართლოზე ღმერთი როგორ გულისწყრომით აღიძვრი. და სულს როგორ ავნებს. და ხორციელადაც გადაიცოდე გრწმენე ჩემი და გრწმენის ღუთისა. ეგრეთვე ღმერთი გვინრძანებს. და დიდნი წმინდანი მამანი გიბრძანებენ, უქმისა, და კვირის შენახვასა, და ამასთან ბრძანებას გასცემ და შეურაცხყოფ, კვირა და უქმე არ იცი. და მარხვას არ იმარხავ. ამისთანას დღეებმა, დაიწყებ სიარულსა და ტყესა მრნი. სახლის იარაღი მინდაო და ცუდისა და ბარის ტარა მექარებაო და ეს სვიდი დღე რომ ღუთის წყალობით მშვიდობიანად გაიარე. ამ შვიდს დღეშიერთი დღე შენს სულს შესწირე, ლოცვა და წირვა მოსმინე. სეფისკვერი აიღე და აიაზმა ისხურე და წმიდას ხატებს ემთხვიე, და იუარე,მაშ მოდი მითხარ რა ქრისტეანე ხარ, და როგორია ელის ჭეშმარიტი მოსავი და თყვანისმცემელი ხარ, მითხარ ქრისტენო. უნდა მითხრა, ეგრეთვე ღმერთი გიბრძანებს, ცოლისა და ქმრის შეერთებასა, მღუდელთაგან ჭეშმარიტის კურთხევით ერთ ჳორცად და ერთ სულად შეუღლებასა, და შენ სხვაზე ტთვლი გიჭირავს და ბოროტი არაწმიდობითა ჰყვარობ, უნდა გეშინოდეს ღმერთისა, კიდეც უნდა გრცხვენოდეს, იმ წმიდის კურთხენის წარკითვიასა და კიდეც მიგეკითხება იცოდე თუ არ მოიქცევი და არ შეინანებ ეგრეთე თვე ღმერთმან მორეალებით, და მე ძელის ჭეშმარიტის მადლით შვილი მოგცა ერთი გყავს თუ ხუთი, და გიბრძანებ საღმრთო სჯული რომ ორი,, კეთილად განსაზრდენითო შვილნი თქჱნნი, იმას ერთი ქრისტეს სახელი, და წმიდაი ეკკლესია შეასწავლე. პირზედ ჯვარის გამოსახავას დააჩვიე ჱქრისტიანობის რიგით განზარდე ვალი გაქვს, თუ ასე არ იქმ იმათი ცოდვა შენ გეკითხება იცოდე, და ეგრეთვე შვილები რომ იქუჱენს მშობელს მამასა და დედას შეაწუხებით, ეს იცოდეთ“ რომ ღუთისაგან დიდად დაისჯებით და განიპატიჟებით რომელნიც შვილნი მამასა და დედას შეაწუხებს და განამწარებს.

ეგრეთე მწყემსთა, და მღუდელთა რომ დიდის წინასწარმეტყველის ესაიას პირით უბრძანებს ერისა კეთილად მოვლასა, და კეთილად დამწყსოსა, რომ თუ კეთილად არ მოუვლითა. ღმერთი იმაოს სისხლს თუქჱენის კელიისაგან გამოიძიებსო, ვალი გვაქვს, რომ ჱქუენ უნდა მოგიაროთ გამცნოთ. გასწავლოთ, და კეთილად გიძღოდეთ, მაგრამ რომელიც ჱთქუენს მწყემსს შეურაცხყოფთ რომელსაც ჱთქუენის შეკვრისა და განხსნის ხელმწიფობა მისცემია, და ან ღუდელის ურიგოს რასმე აკადრებთ, და შეურაცხად გაჰხდით. რომელიც ქრისტეს უკუვდავის მსხვერპლის შემწირველი არის, და არ ეკადრება ურიგო და ავადჳსენება. ესეც იცოდეთ რომ დიდად სულისა და ჳორცის საცვებელი არის, და იცოდეს რომ ამისისი მოქმედი იმ საღმრთოს მადლისაგან დაკლებული შეიქნება. მსაჯულის კანონი, ღუდელი, მღვდელობიდამ განიკვეთება, და ერის კაცს ზიარებად აღარ ეღირსება, და რასა მრავალსა გეტყოდენ საყვარელნო სულიერნო შვილნო, მამანო, და დედანო, ძმანო და ადნო. ჭეშმარიტად უღირრსი მწყესი ვარ, მაგრამ ეგების რომელთმე ხედავდე, რომ ამისთანაებში ნაკლებობა გქონდესთ, და ვიცი მაქვს რომ მოგახსენო და ქრისტეს დიდებული ძელი ჭეშმარიტი ვადიდოთ, და იმისს სიმართლეს მივხედოთ, რომ ყოველსავე სიმართლითა და სიმართლით გვიბრძანებს, და ყოველსაკე ავსა საქმესა, და სიბოროტესა და უსამართლოებას განგვაშორებს და გვაყენებს, რომ ერთხელ ეშმაკისაგან გამოტაცებულნი, და ჯოჯოხეთისგან გამოხსნილნი ისევ ჯოჯოხეთსა და წარწყმედაში არ შტავცვივდეთ. ქრისტეს ჯვარი ჭეშმარიტი ძელი სიმართლის სასწორად დადებული არის ქრისტიანენო. და უსამართლო არის რომ სასწორში გაამრუდო, და ან შენს ჳელს მოაპარვინო, და სხვის ნამალევი საქონელი ნაარმევა, ნატაცები ნაპოვნი თუ მობარებული მიიმძლავრო, რა სიმართალია შვილნო სხვათა მამულის შეცილება, და ან სხვის შური და მტერობა. ანის მიტანა, მაბეზღრობა, და ცილისწამება, ესეები ხომ ყველა ჩუჴნის სულის წარმწყმედელი არის და შემარცხვენელი. რა სამართალი არის სხვის ბოროტის მიბაძვა, სხვათა ზრახვა, და სხვათა ცხოვრების განმკთხველობა, სიცრუვით ფიცი, და სიცრუით ლაპარაკი, დატყუილი, და სხვის მასხარად აგდება, და თავის თავისა კი მოწონება, მრუდი სამართალი, პირს მიფერება, და ქვეშ მზაკვარობით მოთხრა და განქიქება, და სხვის საიდუმლოს გაცემა და აქა-იქი მიმოთქმა რომ, ის ასე ჩადისო, და ის ამისთანა არისო.

ჭეშმარიტად ესე ყოველი არც ქრისტიანობის საკადრისია და არც ძელისა ჭეშმარიტისა სამართალი და სიმართლე არის, ვითარცა ბრძენმა სოლომონმან კურთხევად და სიმართლედ დაგვიწერა და უფალმან იესო ქრისტემ თავისი ეგოდენი ვნება და სატანჯველები იმაზე დამსჭვალა, და სიკუდილი დაითმინა ჩუჴნისა გამოჳსნისა და სიყვარულისათვის.

ამისთვის თუმცა, მრავალი განმარტება და სხვაცა სიტყვის მოხსენება მენება, მაგრამ თქუჴნის შეწუხებისათვის აღარ განვავრცელე, და ესეც მცირედ მოიხსნეთ რომ დღეს ძელისა ჭეშმარიტისა სასწაული და საკვირველება როგორ გამოჩნდა და როგორ მოიხსენება. მოისმინეთ, ამავ დღეს დიდებულს ქალაქს იერუსალიმს ყოველთავე განცხადებულად დაინახეს, რომ გოლგოთის თხემის ადგილიდამ სადაც უფალი იესო ჯვარსეცვა, იქიდამ ზეთისხილის მთამდისინ ვარ სკვლავის სახედ ჯვარი განვრცომილიყო. თვით დიდის კონსტანტინეს მის საბერძნეთის კეისრის დროს ამისთანა საკვირველი სასწაული დაინახეს ყოველთავე განცხადებით, და დაგვიწერეს დიდთა და წმიდათა მამათა, რომ დღეს იმის ეკკლესიაში სიყვარულით და სასოებით შემოვკრბეთ, დაწმიდის ძელით ჭეშმარიტის თაყვანისცემით ვიდღესასწაულოთ. და ვმონოთ და ვადიდოთ და ვევედრნეთ ცხოველსმყოფელს ჯვარისა ძელსა ჭეშმარიტსა. რომ იმისმა ძალამ მადლმა და სასწაულმა უსჯულო მტერი დასცეს და იმათი მძლეველობა დათრგუნოს. და ქრისტეანობა აღამაღლოს, და ეშმაკის საცთურებისა და მავნებლობისგან დაგვიხსნას, და სნები და ჭირი და მწუხარება ჩუჴნი განაქარვოს, და ჩუჴნს ქვეყანას ნაყოფთა სიმრავლე, და კეთილითა მოსავლითა ნაყოფიერება გვაღირსოს. და შეცოდებანი ჩუჴნი მოგვიტეოს და შეგვინდოს, ქრისტე ჯვარმან მადლითა თვისითა, და მას ზედა დამსჭვალულისა იესოს მოწყალებითა, რომელსა წინა წარმოუძღვება ჯამსა მეორედ მოსვლისასა,და სცნობს მორწმუნეთა და თაყვანისმცემელთა მისთა, მაშინ მეოხგვექმნას და გვასმინოს სახარულევანი იგი ჳმა, მოკვდით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, რომელსა ღირს ვიქმნეთ სმენად მადლითა ძელისა ჭეშმარიტისათა, რომელსა შვენის დიდება და თაყვანისცემა უკუნითამდე ამინ.